საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეუთოს დელეგაციის წევრებს შეხვდა
2016 წლის 21 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს გენდერულ საკითხებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი მელანი ვერვეერი ეწვია.
შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ ისაუბრა სახალხო დამცველის მანდატისა და აპარატის საქმიანობის შესახებ გენდერული თანასწორობის მიმართულებით. ხაზი გაესვა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით სახალხო დამცველის აპარატის როლსა და შესაძლებლობებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხოდ დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ანა ლობჟანიძე.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ საკანონმდებლო გამოწვევებზე, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე, ქალთა ჩართულობაზე მშვიდობის მშენებლობის პროცესებში და საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე ქალის როლთან დაკავშირებით.