სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მცხეთა–მთიანეთის რეგიონიდან სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

18 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე სხილაძე მცხეთა–მთიანეთის რეგიონის სოფლების: ერედის, ქვეშეთისა და ანანურის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობა გააცნო; ყურადღება გაამახვილა ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

განიხილეს ადრეულ ასაკში ქორწინების გამომწვევი მიზეზები და შედეგები, ასევე სამართლებრივი რეგულირება. მოსწავლეების განსაკუთრებული ინტერესი სერვისის მიწოდებაზე პასუხისმგებელი ორგანოების როლმა გამოიწვია. შეკითხვები დაისვა მასწავლებლების, პოლიციისა და საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის მიმართულებებით. მოსწავლეებმა საჩუქრად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მომზადებული საინფორმაციო ბროშურები და პუბლიკაციები მიიღეს.

სასწავლო ვიზიტი ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა–მთიანეთის კომიტეტის ინიციატივით მოეწყო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)