სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას ეხმიანება

2015 წლის16 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო კანონპროექტი, რომლის მომზადების საფუძველი საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება გახდა. ცვლილების მიხედვით, 17–დან 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის წესი შეიცვალა იმგვარად, რომ ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეეძლება. ასევე, დაზუსტდა ქორწინების რეგისტრაციის პატივსადები გარემოება და დებულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით.

მისასალმებელია, რომპლენარულ სხდომაზე დამსწრესაქართველოს პარლამენტისყველაწევრმა მხარიდაუჭირააღნიშნულ კანონპროექტს და კიდევერთხელ დაფიქსირდა მტკიცე ნება ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის ხელშეწყობისმიმართულებით.

საქართველოს სახალხოდამცველის აპარატის სიღრმისეულიშესწავლის შედეგებისდა ინდივიდუალური საქმეებისგანხილვისშედეგად მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომაღნიშნულიწინადადება კიდევერთი ნაბიჯი იქნება საქართველოსკანონმდებლობის დახვეწისადა ზოგადად, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის.

აქვემნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ცვლილებას თან სდევდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობისაკენ მიმართული სხვა ღონისძიებები. გამომდინარე იქიდან, რომ ქორწინების რეგისტრაციას განსაკუთრებული გავლენა აქვს ქალთა ქონებრივ უფლებებზე, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებითაც გადაიხედოს და დაიხვეწოს საქართველოს კანონმდებლობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)