სამუშაო შეხვედრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხზე
2019 წლის 1 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, სახალხო დამცველის, გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საერთო სასამართლოების წარმომადგენლებმა და ევროპის საბჭოს ექსპერტებმა სექსუალური ძალადობის საქმეებზე ეფექტური რეაგირების კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
მონაწილეებმა სექსუალური ძალადობის საქმეებზე პირველადი შეტყობინების, გამოძიების ეტაპზე და სისხლის სამართლებრივი დევნის ეტაპზე არსებულ გამოწვევებსა და სასამართლოს პრაქტიკაზე ისაუბრეს.
ევროპის საბჭოს ექსპერტმა თამარ დეკანოსიძემ სექსუალურ ძალადობასა და სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებულ სხვა დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების კვლევისა და მონიტორინგის მეთოდოლოგია წარადგინა – სახელმწიფო უწყებების მხრიდან მოსაზრებების გაზიარების მიზნით. აღნიშნულ კვლევას სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით განახორციელებს.