სიახლეები

სახელმძღვანელო დოკუმენტი - Covid-19 და ქალთა უფლებები

ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული (COVID-19) პანდემია ნეგატიურ გავლენას ახდენს გენდერულ თანასწორობაზე. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მომატებულია გენდერული ნიშნით ძალადობის რისკები, გართულდა მისაწვდომობა ქალთა ჯანმრთელობის სერვისებზე, შემოსავლებზე და საარსებო წყაროზე, განათლებაზე, სუფთა წყალსა და საკვებზე.

გაეროს ადამიანის უფლებათაუმაღლესი კომისრის ოფისმა შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც განიხილავს საუკეთესო პრაქტიკებს და მაგალითებს, თუ როგორ ებრძვიან სხვადასხვა ქვეყნებში პანდემიით გამოწვეულ კრიზისებს და სახელმწიფოებს სთავაზობს კონკრეტულ რეკომენდაციებს თემატური საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველმა, პანდემიის პირობებში გენდერული საკითხების გათვალისწინების მნიშვნელობიდან გამომდინარე, დოკუმენტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით თარგმნა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)