სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლები სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდნენ

2022 წლის 28 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის (ომბუდსმენის) აპარატის, შრომისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პროექტის - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: რეფორმების ტექნიკური ჯგუფის“ ფარგლებში გამართული შეხვედრის მიზანი იყო ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) საქართველოს მიერ რატიფიცირებასა და იმპლემენტაციასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო რუსეცკიმ სტუმრებს დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა და თემატური მიმართულებები გააცნო. ასევე ისაუბრა ქვეყანაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე, მათ შორის, ადრეულ ასაკში ქორწინების ტენდენციებზე. გენდერის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ანა ლობჟანიძემ სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობასა და ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმზე ისაუბრა.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაიმართა. სომხეთის დელეგაციის წევრებმა ყველა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)