საინფორმაციო შეხვედრები ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე
2015 წლის 4 და 8 დეკემბერს, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა და კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა, ქვემო ქართლის და სამცხე–ჯავახეთის რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს. შეხვედრებს უძღვებოდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელი სოფიო რუსეცკი.
შეხვედრების მიზანს ადრეულ ასაკში ქორწინების ძირითად საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. შეხვედრები გაიმართა წალკის, თეთრიწყაროს, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მონაწილეობით.
შეხვედრების დროს განხილული იქნა ადრეულ ასაკში ქორწინების ფორმები, მიზეზები, რისკები, არსებული პრაქტიკა და პრობლემების გადაჭრის გზები. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ კვლავ ხშირია ადრეულ ასაკში ქორწინება. ძირითად მიზეზად კი სოციალურ–ეკონომიკური პრობლემები და ინფორმაციის ნაკლებობა დასახელდა.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საკანონმდებლო რეგულაციებისა და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების შესახებ. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის როლზე ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირებისას.