სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

2017 წლის 6 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რეგიონულ დეპარტამენტთან ერთად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმების ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების თემაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრას საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სექსუალური შევიწროების ფორმებზე, არსებულ მითებზე და ადგილობრივ და საერთაშორისო რეგულაციებზე. საკრებულოს თანამშრომლებს გააცნეს ელექტრონული კურსი სექსუალური შევიწროების შესახებ და ესაუბრნენ მის მნიშვნელობაზე.

მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიის ნაწილში და განიხილეს პრაქტიკული მაგალითები. საკრებულოს თანამშრომლები დაინტერესდნენ საქართველოში სექსუალური შევიწროების კუთხით არსებული სტატისტიკით და სექსუალური შევიწროებისგან დაცვის მექანიზმებით, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკით.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, კვლავ განაგრძობს მუშაობას დასაქმების ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლების და პრევენციის მიმართულებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)