სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა „ძალადობას არ აქვს გამართლება“

2015 წლის 3 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელი მერი მაღლაფერიძე ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „აკესოს“ მიერ მოწყობილ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრა მიზნად ისახავდა წამალდამოკიდებული და აივ ინფიცირებული ქალების საჭიროებებისა და პრობლემების განხილვას.

შეხვედრის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მოხსენება წარადგინა. მოხსენებისას, საუბარი შეეხო საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და რეკომენდაციებს.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია 2014–2015 წლების სტატისტიკური მონაცემების, ასევე, ოჯახში ძალადობისაგან დამცავი მექანიზმების ფუნქციონირებისას არსებული გამოწვევების შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)