საინფორმაციო შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტში სექსუალური შევიწროების თემაზე
2017 წლის 27 და 28 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს, გამგეობის და მერიის თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართა და დასაქმების ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების თემაზე ისაუბრა.
შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე, გამოწვევებსა და სექსუალური შევიწროების დაფარულ ფორმებზე. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სიღრმისეულად გაცნობოდნენ სექსუალური შევიწროების დეფინიციას, ესაუბრათ პრობლემის შესაძლო მიზეზებსა და შედეგებზე და აგრეთვე, გაეგოთ სახალხო დამცველის გამოცდილება და პრაქტიკაში არსებული შემთხვევები ამ მიმართულებით.
შეხვედრაზე დიდი დრო დაეთმო საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით შექმნილი ელექტრონული კურსის გაცნობას სექსუალური შევიწროების შესახებ. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ კურსის შინაარსს, სტრუქტურასა და კურსის გავლის მნიშვნელობას.
საქართველოს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი აქტიურად განაგრძობს საქართველოს რეგიონებში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით მოსახლების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობას.