სიახლეები

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული

3-9 მარტს ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა რეგიონალური შეხვედრები „უფლებებია - ჩემი ყვავილები.“ შეხვედრები სიმბოლურად საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდა და მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

შეხვედრებს ესწრებოდნენ გენდერული თანასწორობის საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები, სტუდენტები, სათემო ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრები. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა საერთაშორისო დღის ისტორიასა და არსზე, ასევე ნაჩვენები იქნა ფილმი ,,გოგონებს აქვთ სათქმელი“ და გაიმართა დისკუსია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)