სიახლეები

„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში

2015 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ 2012–2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხებზე.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, პრემიერ–მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე და საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანა ლობჟანიძემ მიმოიხილა ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები, პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობები და გამოვლენილი ხარვეზები, შეაჯამა მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი ძირითადი მიგნებები და დამსწრე საზოგადოებას შემუშავებული რეკომენდაციები წარუდგინა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)