სიახლეები

კონფერენცია „ქალთა როლის გაძლიერება საზოგადოებაში“

2015 წლის 5 მარტს, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომელმა ანა ლობჟანიძემ მონაწილეობა მიიღო კოფერენციაში „ქალთა როლის გაზრდა საზოგადოებაში“ და წაიკითხა მოხსენება თემაზე – „ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები“. კონფერენცია გაიმართა ევროპის იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში.

კონფერენციას ქართველი სტუდენტების გარდა ესწრებოდნენ ჩეხი იურისტი სტუდენტები, რომელთაც ევროპის იურისტთა ასოციაციამ უმასპინძლა. მოხსენების ფარგლებში ანა ლობჟანიძემ ისაუბრა ფემინიზმის ისტორიაზე, ქალთა საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის საქმიანობასა და როლზე ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში.

მოხსენების შემდეგ ნაჩვენები იქნა ფილმი – „უთქმელი ისტორიები“, რომელშიც ასახულია 3 ქართველი ფემინისტი ქალის ბარბარე ჯორჯაძის, ეკატერინე გაბაშვილისა და კატო მიქელაძის ცხოვრება და მოღვაწეობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)