სიახლეები

„გენდერი იწყება ჩემგან“ – შეხვედრები საქართველოს სამ რეგიონში

2015 წლის 16–18 ოქტომბერს, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელთან თანამშრომლობით, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ეკატერინე სხილაძე, ბაგრატ ქირია და სედა მელკუმიანი ფესტივალს „გენდერი იწყება ჩემგან“ დაესწრნენ და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მოხსენებები წარადგინეს.

ფესტივალი საქართველოს სამ რეგიონში - სამცხე–ჯავახეთში, სამეგრელო–ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში ზრდასრულთა განათლების ქსელის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ოჯახში ძალადობისა და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის შესახებ; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონებში არსებული მდგომარეობის, სახალხო დამცველის მიგნებებისა და რეკომენდაციების განხილვას.

გამართულ ღონისძიებებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის, პროკურატურის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ზრდასრულთა განათლების და სათემო განათლების ცენტრების, ქალთა კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)