სიახლეები

განცხადება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

სრულიად საქართველოს ვულოცავქალთასაერთაშორისო დღეს,რომელიც, უპირველესად, ქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ძალადობის აღმოფხვრისაკენ ბრძოლის საკითხებს უკავშირდება. სამწუხაროდ, აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს თემებს, რომლებმაც 8 მარტის – უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია შექმნეს.

მნიშვნელოვანგამოწვევას წარმოადგენსქალთა შრომითი უფლებების დაცვა და შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის აკრძალვა. ასევე, თვალსაჩინოა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიმართულებით არსებული უთანასწორობა. ერთი მხრივ, საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებები, ხოლო მეორე მხრივ, სპეციალური ღონისძიებების სიმცირე, ხილულ და უხილავ ბარიერებს ქმნის ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობისათვის.

საქართველოს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალისხმაგადაწყვეტილების მიღების, მშვიდობისმშენებლობისა და ქვეყნისდემოკრატიული განვითარების პროცესებში. ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ თავად ქალებს არ სურთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არგუმენტი მხოლოდ იმ ადამიანს შეიძლება ეჩვენოს დამაჯერებლად, რომელსაც არ უნახავს ქალები საქართველოში - უფლებადამცველი, ლიდერი, სოფლად მცხოვრები, აქტიური ქალები, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან თავიანთი თემის ყოფას.

ჩვენგვჭირდება კვოტირების სისტემა, რომ დავძლიოთ არსებული უთანასწორობა და მოვხსნათ უხილავიბარიერები.ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესება, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან სწორედ ამ გზით მოხდება თანასწორუფლებიანობის იდეის განმტკიცება პრაქტიკულ ცხოვრებაში.

განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევა, რაც ქალთა გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მათი წარმომადგენლობის ხელშეწყობას გულისხმობს. ჯერ კიდევ 1917 წელს, კატო მიქელაძე წერდა: „ქალებო, თქვენ გეუბნებიან „თვითმმართველობა უნდა გადავიდეს ხალხის ხელშიო“. სთქვით, რომ ხალხს არ წარმოადგენს მარტო მამაკაცები, რომ თვითმმართველობა ნამდვილად ხალხოსნური უნდა იყოს. წამოაყენეთ ეგ სამართლიანი მოთხოვნილება! დაიცავით თქვენი უფლება!“. ვიზიარებ კატო მიქელაძის სიტყვებს და მოვუწოდებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქციონ გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა, „ხალხოსნური“ მმართველობის მისაღწევად.

ამასთან,კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს მხარდაჭერას კვოტირების სისტემის შემოღების მიმართ და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, საქართველოს პარლამენტს – ერთად დავუჭიროთ მხარი თანასწორობას. ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)