სიახლეები

ერთად ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

2015 წლის 1–9 დეკემბერს, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ექვს რეგიონში გაიმართა საჯარო დისკუსიები ოჯახში ძალადობისა და მისი აღმოფხვრის გზების შესახებ. საჯარო შეხვედრების ორგანიზება შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ განხორციელდა, საქართველოს სახალხო დამცველთან და ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან თანამშრომლობით.

პირველი საჯარო შეხვედრა, 2015 წლის 1 დეკემბერს ამბროლაურში ჩატარდა. ამას მოჰყვა შეხვედრები სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი საჯარო მოხელეები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და საზოგადოებრივი აქტივისტები. ღონისძიებას სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე სხილაძე უძღვებოდა.

ნაჩვენები იქნა რეჟისორ ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმი „ხმა ამოიღეთ!“, რომელიც შეიქმნა 2014 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და შეიცავს რეალურ ისტორიებს საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ.

შეხვედრების მონაწილეებმა ერთად შექმნეს ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პოსტერები UNITE: შეღებე სამყარო ნარინჯისფრად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)