ელექტრონული კურსი სექსუალური შევიწროების პრევენციისთვის
სახალხო დამცველის აპარატმა განაახლა ელექტრონული კურსი „სექსუალური შევიწროების პრევენციისთვის“. კურსი მიზნად ისახავს, აამაღლოს ცნობიერება საჯარო სივრცეში და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხებზე.
- კურსი შედგება 4 მოდულისგან
- მოდულების გავლა შესაძლებელია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად
- კურსი გთავაზობთ როგორც აუდიო, ასევე ვიდეო და ფოტო მასალას
- კურსი არის უფასო და მისი გავლა შეუძლია ყველას
- კურსის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ ონლაინ სერტიფიკატს
ელექტრონული კურსი მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით.
კურსი შეგიძლიათ იხილოთ სახალხო დამცველის ვებ გვერდზე www.ombudsman.geგანყოფილებაში http://sexualharassment.ombudsman.ge/ka/login
გისურვებთ წარმატებებს!