სიახლეები

ელექტრონულ კურსი გენდერული თანასწორობის შესახებ

სახალხო დამცველის აპარატი გთავაზობთ ელექტრონულ კურსს გენდერული თანასწორობის შესახებ! კურსი მიზნად ისახავს აამაღლოს ცნობიერება გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე.

  • კურსი შედგება 3 მოდულისგან;
  • მოდულების გავლა შესაძლებელია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად;
  • კურსი გთავაზობთ როგორც აუდიო, ასევე ვიდეო და ფოტო მასალას;
  • კურსის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ ონლაინ სერტიფიკატს!

ელექტრონული კურსი მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით.

კურსი შეგიძლიათ იხილოთ სახალხო დამცველის ვებ გვერდზე www.ombudsman.ge

განყოფილებაში http://genderequality.ombudsman.ge/ka/login

გისურვებთ წარმატებებს!

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)