სიახლეები

აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის წარმომადგენლები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ესტუმრნენ

24 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არასამთავრობო ორგანიზაციის „აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“ და მასთან არსებული გოგონათა კლუბის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლები.

სტუმრებს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობა გააცნეს. საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ ისაუბრა გენდერული თანასწორობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე; ქალთა მიმართ ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე. აღინიშნა, რომ სწორედ მომავალ თაობებსა და მათ აქტიურობაზეა დამოკიდებული პრობლემის გადაჭრის გზების პოვნა და არსებული მდგომარეობის შეცვლა.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე სხილაძემ და მთავარმა სპეციალისტმა ანა ლობჟანიძემ დეტალურად გააცნეს დეპარტამენტის მიზნები და საქმიანობის ძირითად მიმართულებები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)