სიახლეები

ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებში შეხვედრები მოეწყო

მარტის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ორგანიზებით, ქვემო ქართლის რეგიონის (მარნეული, ბოლნისი, წალკა, დმანისი და გარდაბანი) საჯარო სკოლებში ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე ხუთი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრების მიზანს ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ადრეულ ასაკში ქორწინების გამომწვევი მიზეზების, შედეგებისა და რისკების შესახებ. ასევე, განიხილეს სამართლებრივი რეგულირება და სახელმწიფო ორგანოების როლი ადრეული ქორწინების პრევენციისა და მომხდარი შემთხვევების მართვის პროცესში.

მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ადრეულ ასაკში ქორწინების როგორც კანონსაწინააღმდეგო ქმედებით. მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო ბროშურები ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე.

შეხვედრები ორგანიზებული იყო პროექტის „გოგონების უფლებები და ადრეული ქორწინების პრევენცია“ ფარგლებში, რომელიც ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)