სექსუალური ორიენტაცია / გენდერული იდენტობა

ზოგადი წინადადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროფესორის მიერ გამოთქმული ჰომოფობიური მოსაზრებების გამო

2017 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შეიმუშავოს რეგულაციები, რომელიც პედაგოგს ლექციის განმავლობაში დისკრიმინაციული გამონათქვამების გავრცელებას აუკრძალავს.

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ განცხადების თანახმად, უნივერსიტეტის პროფესორი ლექციის განმავლობაში იყენებდა ჰომოფობიური შინაარსის შემცველ სახელმძღვანელოს და ასევე ავრცელებდა ჰომოფობიურ მოსაზრებებს.

საქართველოში ლგბტ+ თემის თანასწორობის მდგომარება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, პროფესორის აუდიტორიას კი სტუდენტები წარმოადგენდნენ და თუ მისი განცხადებები დისკრიმინაციის წამახალისებელია, სახალხო დამცველი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას გამართლებულად მიიჩნევს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)