სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) აფგან სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

2024 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განმარტებულია თუ რა საერთაშორისო სტანდარტებით უნდა იხელმძღვანელოს პასუხისმგებელმა უწყებებმა საერთაშორისო დაცვის განაცხადის განხილვისას.

სახალხო დამცველის შეფასებით, მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარება სასამართლოს მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება აფგან სადიგოვისთვის საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის გადაწყვეტილების - „სერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის საკითხზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)