სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება გარემოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით

2024 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ სარჩელის საფუძველზე დაწყებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა.

სასამართლოს მეგობრის წარდგენის მიზანია გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, როგორც კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო და მათ შორის, ორჰუსის კონვენციით დადგენილი სტანდარტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასამართლომ როგორც ინფორმაციის თავისუფლების დაცვის ერთადერთმა ეფექტურმა საზედამხედველო ინსტიტუტმა, გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზების მიზნებისთვის, იმსჯელოს ორჰუსის კონვენციით ქვეყნისთვის დადგენილი ვალდებულებების შესრულების და გარემოს მდგომარეობის შესახებ საგამოძიებო უწყებებში დაცული ინფორმაციის გამოცალკევების და დაინტერესებული პირისთვის გადაცემის შესაძლებლობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)