სოზარ სუბარი
- თანამდებობა: საქართველოს ომბუდსმენი
2004 წლიდან - 2009 წლამდე
დაბადების თარიღი: 1964 წლის 4 ნოემბერი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
სამუშაო გამოცდილება:
21.07.2014 წ. - დღემდე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
2012-2014 წწ. - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი;
2009-2014 წწ. - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრი;
2004-2009 წწ. - საქართველოს სახალხო დამცველი;
2003-2004 წწ. -არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის პროექტის - კანონის უზენაესობის - დირექტორი;
2002 წ. - კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი;
1998-2001 წწ. - ლონდონის ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის კორესპონდენტი;
1996-2003 წწ. - ”რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი ევროპის” კორესპონდენტი;
1996-2000 წწ. - გაზეთ ”კავკასიონის” რედაქტორი;
1995-1996 წწ. - გაზეთი ”კავკასიონის” კორესპონდენტი;
1993 წ. - მონაწილეობდა აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში;
1991-1995 წწ. - ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, თბილისი;
1989-1991 წწ. - დმანისის რაიონის სოფ. ბოსლების საჯარო სკოლის დირექტორი;
1987 წ. - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილება;
1981-1982 და 1988 წ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი.
2014წ. - პოლონეთის რესპუბლიკისთვის გაწეული სამსახურისათვის მიენიჭა პოლონეთის ოფიცრის ჯვრის ორდენი.
2015წ. - მიენიჭა „მესტიის საპატიო მოქალაქის“ წოდება.
2017წ. - მიენიჭა „ფოთის საპატიო მოქალაქის” წოდება.
განათლება:
1982-1987წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, სპეციალობა: ეთნოგრაფია;
1991-1995 წწ. თბილისის სასულიერო აკადემიის თეოლოგიის ფაკულტეტი.
უცხო ენები:
რუსული და ინგლისური.