სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტი

სამართლიანი სასამართლოს უფლება

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებულ გ.ბ.-ს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენამდე პერიოდში დამსაქმებლისგან იძულებითი განაცდურის თანხის ამოღების მიზნით იძულებითი სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე. საქმის მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა რომ თბილისის სააღსრულებო ბიურო არ იწყებდა წარმოებას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გ.ბ.-ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის თანხის ამოსაღებად, ვინაიდან თვლიდა, რომ იძულებითი განაცდურის თანხის ანაზღაურების ვალდებულება სამსახურს მხოლოდ მას შემდეგ წარმოეშობოდა, რაც უკანონოდ გათავისუფლებული პირი (კრედიტორი) აღდგებოდა სასამართლოს მიერ მითითებულ თანამდებობაზე (საქმე N12284/22).

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ თბილისის აღსრულების ბიუროს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდიოდა სააღსრულებო სისტემის მიზანთან, უსაფუძვლო დაბრკოლებას უქმნიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას და კანონშეუსაბამოდ ზღუდავდა გ.ბ.-ს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

განმცხადებლის უფლების აღდგენის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2023 წლის 20 იანვარს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს მიმართა შესაბამისი რეკომენდაციით. თბილისის სააღსრულებო ბიურომ სრულად გაიზიარა მიღებული რეკომენდაცია და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ დაიწყო იძულებითი სააღსრულებო წარმოება იძულებითი გ.ბ.-სთვის განაცდურის გადახდის მიზნით.

საქმეზე იმუშავა სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თამარ გუგუტიშვილმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)