პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ
სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა პრაქტიკული სახელმძღვანელო, სადაც თავმოყრილია სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხები. დოკუმენტის მიზანია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს დაეხმაროს სექსუალური შევიწროების სპეციფიკის აღქმაში.
სახელმძღვანელო ძირითადად ეყრდნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებს, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებასა და პრეცედენტულ სამართალს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის პრაქტიკას. ვინაიდან, საქართველოში სექსუალური შევიწროების შესახებ სასამართლო პრაქტიკა თითქმის არ არსებობს, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, გავაანალიზოთ საქართველოს სასამართლოების მიერ დადგენილი მიდგომა.
პრაქტიკული სახელმძღვანელო გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა.