სახალხო დამცველის მოადგილე
ელენე ღუდუშაური
საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას.
ბიოგრაფიული მონაცემები
დაიბადა 1989 წლის 12 სექტემბერს
სამუშაო გამოცდილება
2023 წლის 3 აპრილიდან საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
2021–2023 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს მთავარი სპეციალისტი;
2015–2021 - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სამდივნოს პირველი კატეგორიის მესამე რანგის უფროსი სპეციალისტი;
2012–2015 - იურიდიული კომპანია „K&K Consuting“-ის იურისტი;
2011–2012 - თბილისელების ადვოკატი - პრაქტიკა
2010–2010 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში. სასწავლო პრაქტიკა
განათლება
2011–2016 - კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, სამართლის მაგისტრი.
2006–2010 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
2008–2009 - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალგაზრდა იურისტთა განათლების ხელშეწყობის ფონდის სასწავლო კურსი საჯარო სამართალში.