ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2017 წლის თებერვალი
საქართველოს სახალხო დამცველის საინფორმაციო ბიულეტენის თებერვლის ნომერში საუბარია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის შესახებ პარლამენტის დადგენილებაში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის და აღმასრულებელი საბჭოს ახალი „სამწლიანი სამოქმედო გეგმის“ უარყოფით მხარეებზე, „ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც ვერც პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევისგან დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს და ვერც ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.
ბიულეტენში გაეცნობით სახალხო დამცველის განცხადებებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ შორის განცხადებას დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასა და უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის შესახებ, განცხადება გამყოფ ხაზზე დაკავებულებთან დაკავშირებით, კერძოდ კი გიორგი გიუნაშვილისათვის ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ 20 წლიანი პატიმრობის მისჯის შესახებ, განცხადებას ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების მეთოდოლოგიის ცვლილებებისა და ამ ცვლილებები შედეგების შესახებ.
ბიულეტენში შესულია რამდენიმე სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია: 2016 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პრაქტიკის ანალიზი და რეკომენდაციები, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქალთა და ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შესახებ, ასევე, საჯარო დებატები ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და საგზაო უსაფრთხოების პრობლემებზე.
ასევე იხილავთ ჩვენს მიერ მომზადებულ წინადადებებსა და რეკომენდაციებს, წარმატებულ საქმეებს, გაეცნობით ჩვენი აპარატის მიერ გაწეულ საქმიანობას, საერთაშორისო სივრცეში ადამიანის უფლების დაცვის თვალსაზრისით მიმდინარე განსაკუთრებით საყურადღებო სიახლეებს და სხვა საკითხებს.