ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2015 წლის დეკემბერი
საქართველოს სახალხო დამცველმა მორიგი საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა. დოკუმენტში აპარატის ძირითადი საქმიანობებია განხილული. დეკემბრის მთავარი მოვლენა რა თქმა უნდა, არის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე – 10 დეკემბერი. ამ დღეს სახალხო დამცველი უკვე მესამე წელია სპეციალურ ანგარიშით აღნიშნავს. ანგარიშში შეჯამებულია ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მთელი წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა, გეგმები და პერსპექტივები.
ბიულეტენში საუბარია იმ საინფორმაციო კამპანიაზეც, რომელიც სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების მიზნით, სახალხო დამცველმა და მისმა აპარატმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან ერთად გასწია საქართველოს 9 დიდ ქალაქში.
შეიტყობთ, რომ დეკემბერში საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის ბიუროს სრულუფლებიან წევრად აირჩიეს. ასევე, სახალხო დამცველის აპარატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის დააჯილდოვეს, როგორც 2010–2015 წლების ერთ–ერთ ყველაზე გამჭვირვალე საჯარო ორგანიზაცია.
ბიულეტენში ცალ–ცალკე არის თავმოყრილი ინფორმაციები სახალხო დამცველის შეხვედრების, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ გაკეთებული განცხადებების, მომზადებული და გაგზავნილი რეკომენდაციებისა თუ სპეციალური ანგარიშების შესახებ. ასევე იხილავთ აპარატის სიახლეებს, კონკურსების შედეგებსა და მოქალაქეთა განცხადებების სტატისტიკას.
სახალხო დამცველის საინფორმაციო ბიულეტენი საინტერესო დოკუმენტია, რომელიც მკითხველთა ფართო წრისთვის არის განკუთვნილი.