საერთაშორისო ორგანიზაციები

ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების ევროპული ქსელი (ENNHRI)

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი არის საერთაშორისო არაკომერციული გაერთიანება ბელგიის კანონმდებლობის თანახმად. 2013 წელს შეიქმნა მისი მუდმივი სამდივნო ბრიუსელში, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს ევროპის მასშტაბით. ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელი 15 წელია აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისათვის ევროპაში. ორგანიზაცია არსებითად უწყობს ხელს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების შექმნას და აკრედიტაციას, კოორდინაციას უწევს ინფორმაციის და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას მის წევრებს შორის, ზრუნავს შესაძლებლობების განვითარებაზე და ტრენინგებზე, ჩართულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის საერთაშორისო და რეგიონალურ მექანიზმებში და ასევე ევროპის სამართლებრივ და პოლიტიკურ მოვლენებში.

ევროპისსაკოორდინაციოკომიტეტი(ECC)

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის მმართველი ორგანო არის ევროპის საკოორდინაციო კომიტეტი (ECC). იგი შედგება ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ჯგუფისგან, რომელიც არჩეულ იქნა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის წევრი ინსტიტუტებისგან. ევროპის საკოორდინაციო კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის მუდმივ სამდივნოსთან ერთად, პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის მართვასა და ადმინისტრირებაზე.

ფინანსური კომიტეტი (FC)

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის ფინანსური კომიტეტი ზედამხედველობს ქსელის ბიუჯეტს, პასუხისმგებელია ფინანსების მოძიებაზე. ის ასევე მიმართავს ევროპის საკოორდინაციო კომიტეტსა და გენერალურ ასამბლეას ქსელის ფინანსური გაძლიერების შესახებ წინადადებებით. კომიტეტი ასევე წარუდგენს რეკომენდაციებს სამდივნოს, ფინანსების ადმინისტრირებასთან და საწევროს გადასახადისგან განთავისუფლების განაცხადებთან დაკავშირებით.

ფინანსური კომიტეტის (FC) წევრები:

2016-2019

  • ბელგიის რეგიონული ცენტრი თანაბარი შესაძლებლობებისთვის (UNIA);
  • დიდი ბრიტანეთი - ადამიანის უფლებათა და თანასწორობის კომიტეტი;
  • საქართველო - სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) აპარატი. (მეორე ვადით);
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)