რეკომენდაციები.

სახალხო დამცველმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის მიმართ ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა

2017 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯანმრთელობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე მიმართა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეს, ჰიპერაქტივობის გამო ხშირად უწევდა სკოლებისა და კლასების გამოცვლა. ეს ფაქტი ართულებდა, როგორც განათლების მიღებას, ასევე საზოგადოებასთან შეგუების პროცესს. ვინაიდან ბავშვთან მუდმივად არ მუშაობდა სპეციალისტი, მისი მდგომარეობა გაუარესდა და მან ჯერ სხვა მოსწავლე დააზიანა, შემდეგ თვითდაზიანება სცადა. ბავშვს არც მომხდარის შემდეგ ჰყავდა სპეციალური მასწავლებელი, რაც აჩვენებს, რომ არ ხდება ბავშვის სპეციალური საჭიროების გათვალისწინება და მას ხელოვნურად ათანაბრებდნენ სხვა მოსწავლეებთან.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა განმარტა, რომ ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა არ არის სახელმწიფოს ან სკოლის კეთილი ნება, იგი განათლების საყოველთაო კონსტიტუციური უფლების არსიდან და სახელმწიფოს შესაბამისი პოზიტიური ვალდებულებიდან ბუნებრივად გამომდინარეობს. ამდენად, ინკლუზიური განათლება უნდა მივიჩნიოთ განათლების კონსტიტუციური უფლების რეალიზების იმგვარ ფორმად, რომლის არამართლზომიერი შეზღუდვაც ავტომატურად ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)