სახალხო დამცველის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს
საქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს სოზარ სუბარს მე-19 დაწესებულებაში (ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი) არსებული პრობლემების მოგვარების რეკომენდაციით მიმართა.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მე-19 დაწესებულებაში არსებობს პრობლემები მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან, მკურნალობის გვერდითი მოვლენების დროულ გამოვლენასა და მართვასთან, ასევე თანმხლები დაავადებების დროულ გამოკვლევასა და ადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით. კვლავ პრობლემარტური რჩება ფსიქიატრის და ფსიქოლოგის ხელმისაწვდომობა, ინფექციის კონტროლის ღონისძიებების გატარება, ასევე საკვების ხარისხსა და ულუფის მოცულობა. სახალხო დამცველი საგანგაშოდ მიიჩნევს დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში პაციენტთა მოთავსების მზარდ პრაქტიკას და დღის განრიგის ან/და სამკურნალო რეჟიმის დარღევევისათვის პაციენტის მე-19 დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევებს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარება აუცილებელია პატიმრობის კოდექითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული პატიმრის ჯანმრთელობის უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს სოზარ სუბარს, შეისწავლოს გამოვლენილი პრობლემები და მიიღოს სათანადო ზომები.