რეკომენდაციები.

საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეკომენდაციით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეკომენდაციით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა გაჭიანურების გარეშე განხილვის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შესწავლილი საქმეები ადასტურებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავების განხილვა ვადების დარღვევით მიმდინარეობს.

საქართველოს სასამართლო სისტემაში საქმის განხილვის კანონით დადგენილი ვადების დარღვევის სისტემური პრობლემის არსებობას ასევე ადასტურებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის დისციპლინური საქმეების ანგარიში, რომლის მიხედვით, საქმის განხილვის გაჭიანურების ვადები ერთი თვიდან სამ წლამდე მერყეობს და მეტწილად გამოწვეულია მოსამართლეთა სიმცირით.

სასამართლოებში არსებული პრაქტიკა საქმის ვადების დარღვევით განხილვასთან დაკავშირებით შესაბამისი პირების სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას წარმოადგენს.

საქართველოს სახალხო დამცველი თავისი რეკომენდაციით მოითხოვს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და შემჭიდროვებულ ვადებში გაატაროს ქმედითი ღონისძიებები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეების საკმარისი რაოდენობის განსაზღვრისა და თანამდებობაზე დანიშვნის კუთხით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)