რეკომენდაციები.

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიამ“ დისკრიმინაცია განახორციელა

2017 წლის 22 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას“ განსხვავებული მოსაზრების გამო პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელს კალათბურთის აკადემიაში დასაქმებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან მან თავის ფეისბუქის გვერდზე კრიტიკული პოსტი დაწერა აკადემიის დამფუძნებლის და დირექტორის ზაზა ფაჩულიას მეგობრის, ლევან კობიაშვილის შესახებ.

რეკომენდაციით სახალხო დამცველმა შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას“ მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)