რეკომენდაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასწავლო სახელმძღვანელოს შინაარსის თაობაზე
2022 წლის 4 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანს საგნების: „სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსისა“ და „სასჯელის შეფარდების“ სწავლებისას ადამიანის ძირითად უფლებებთან შესაბამისი სასწავლო მასალის გამოყენების რეკომენდაციით მიმართა.