რეკომენდაციები.

რეკომენდაცია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის ფსიქოლოგების მოძიების თაობაზე

2015 წლის 23 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს უზრუნველყოს ეთნიკური ჯგუფებისათვის მშობლიური ენის მცოდნე ფსიქოლოგების მოძიება, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირების მიზნით. ასევე, უმოკლეს ვადაში იქნას შემუშავებული სტრატეგია, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისათვის საქართველოსა თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების განსახორციელებლად, მათ შორის, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის არსებული მომსახურებისა და სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად, რომელიც აუცილებელია მათი დაცვისა და ჰარმონიული განვითარებისთვის და დაინერგოს იგი შესაბამის სამსახურებსა და სტრუქტურებში, რათა ყველა ბავშვისათვის იყოს ხელმისაწვდომი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ფაქტის შესწავლის პროცესში დაადგინა, რომ ენობრივი ბარიერის გამო, 7 თვის განმავლობაში მსხვერპლს არ გაუვლია ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა.

არსებულმა ვითარებამ ნათელი გახადა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უძნელდება კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში; ენის ბარიერი საგრძნობლად აფერხებს მუშაობის პროცესს და ასევე, განაპირობებს სერვისების ნაკლებობას. შედეგად კი ზარალდება ისეთი მოწყვლადი ჯგუფი, როგორიც ძალადობის მსხვერპლი ბავშვებია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)