კოვიდ 19

სახალხო დამცველი გურიის გუბერნატორს შეხვდა

2020 წლის 5 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამა დღეს გამართულ შეხვედრაზე რეგიონში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობა განიხილეს; ისაუბრეს ახალი კოვიდ ინფექციის პერიოდში მეზობელ ქვეყნებში დროებით დასაქმებულ პირთა გამოწვევებზე, სეზონურ სამუშაოებსა და მათში მოსახლეობის ჩართულობაზე.

სახალხო დამცველი სოციალური საცხოვრისის და ამბულატორიების მდგომარეობით დაინტერესდა; შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჰესების მშენებლობასთან და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის მშენებლობების გავლენა ეკოლოგიაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)