არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის პრევენცია
2022 წლის 13 თებერვალს სახალხო დამცველის აპარატს ანონიმური წყარომ აცნობა, რომ 16 წლის ა. ქ. შესაძლო ქორწინების იძულების მსხვერპლი იყო მამის მხრიდან. არასრულწლოვანს დაქორწინება არ სურდა, რის გამოც მამამ სასტიკად სცემა, რის შედეგადაც არასრუწლოვანმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რწმუნებულმა აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. რის შემდეგაც ხსენებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო და მოძალადეს ბრალი წარედგინა არასრულწლოვნის ქორწინების (მათ შორის არარეგისტრირებული ქორწინების) იძულებისა და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე. ამასთან, არასრუწლოვანმა ქვეყანაში არსებული დაცვისა და დახმარების სერვისებით ისარგებლა.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საგრანტო პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“, ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში გენდერის საკითხებში რეგიონულმა წარმომადგენელმა მარიამ გვიდიანმა იმუშავა.