საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მდგომარეობის შესწავლაში
პროექტისსახელწოდება:„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მდგომარეობის შესწავლაში“
დაფინანსებისწყარო: სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა
პროექტისსტატუსი:მიმდინარე
პროექტისხანგრძლივობა:1 იანვარი 2015 – 31 დეკემბერი 2018
პროექტისმიზანი:საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების შესწავლის მიმართულებით, მონიტორინგების განხორციელება, ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, ადგილობრივი კანონმდებლობისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.
პროექტისსაქმიანობები:
- თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე (ლტოლვილთა და ჰუმანიტარულის სტატუსის მქონე) პირთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი;
- ტერიტორიასა და თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობა სახელმწიფო საზღვრებზე:
- საერთაშორისო აეროპორტებისა და სახელმწიფო საზღვრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო სამსახურის, ასევე სასაზღვრო პოლიციის სამმართველოების მონიტორინგი;
- თავშესაფრის პროცედურაზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგი:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრებში;
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციალურ დაწესებულებებში;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში;
- ლტოლვილის სტატუსის დადგენის პროცედურის მონიტორინგი;
- სასამართლო საქმეების მონიტორინგი;
- გრძელვადიანი გადაწყვეტილება: საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაცია;
- სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშისთვის ,,თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ თავის მომზადება;
- ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის იმპლემენტაციის მონიტორინგი;
- ცნობიერების ამაღლება:
- საინფორმაციო კამპანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების შესახებ;
- რეგიონული შეხვედრები არასამთავრობო სექტორსა და მედიასთან თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებებისა და სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ;
- საჯარო ლექცია სტუდენტების, აკადემიური წრის, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის მილიონობით ადგილნაცვალი პირის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
- რეგიონალური კონფერენცია ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვასა და ინტეგრაციის საკითხებზე;
- შესაძლებლობების გაძლიერება:
- ტრენინგი სტუდენტებისთვის ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვის საკითხებზე, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში;
- ტრენინგი სახალხო დამცველის ახლად დანიშნული და ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე თანამშრომელთათვის (სპესკი, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, რეგიონული დეპარტამენტი) ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვის საკითხებზე;
- სამუშაო შეხვედრა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის შესახებ;
- გამოცდილების გაზიარების მიზნით სასწავლო ვიზიტი ევროკავშირის იმ ქვეყნების სახალხო დამცველი/ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტის პრაქტიკის გაზიარება, რომელთაც გააჩნიათ მიღწევები საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებებზე მუშაობის კუთხით;
საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული დოკუმენტი: საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს შორის 1996 წლის 11 სექტემბერს დადებული შეთანხება.