გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
პროექტის სახელწოდება: ,,გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“
დაფინანსების წყარო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია / ევროკავშირი
პროექტის სტატუსი: მიმდინარე
პროექტის ხანგრძლივობა:1/04/2017 - 31/12/2019
პროექტის მიზანი: სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების როლისა და შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისთვის.
პროექტის საქმიანობები: პროექტის განხორციელება გულისხმობს 2 მიმართულებას, მათ შორის:
- სახალხო დამცველის აპარატის 5 რეგიონულ ოფისში (ქვემო ქართლი, კახეთი, გურია, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი) კონსულტანტების აყვანა და მათი გაძლიერება ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით;
- სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერება ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების გზით;
პროექტის საკონტაქტო პირები:
ანა ილურიძე, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე