გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის
პროექტის სახელწოდება: ,,გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის”
დაფინანსების წყარო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
პროექტის სტატუსი: დასრულებული
პროექტის ხანგრძლივობა:1/07/2016 - 31/06/22
პროექტის მიზანი: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა და პრევენცია
პროექტის საქმიანობები: პროექტი დატვირთულია მრავალი კომპონენტით, მათ შორის:
- ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგი;
- ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2016–2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგი;
- ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრების მონიტორინგი;
- სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების გაძლიერება გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით;
- ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში ტრენინგების განხორციელება ჟურნალისტებისთვის და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქებასთან დაკავშირებით;
პროექტის საკონტაქტო პირები:
ანა ილურიძე, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე