ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში
პროექტის სახელწოდება:ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში
დაფინანსების წყარო:ევროკავშირი
პროექტის სტატუსი:მიმდინარე
პროექტის ხანგრძლივობა:27/09/2016 – 29/02/2020
პროექტის მიზანი:
- სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის, როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონის მონიტორინგის ორგანოს შესაძლებლობების გაძლიერება;
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ;
- სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაზრდა უმცირესობებისა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, პატიმრების, ქალების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
- სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.
პროექტის საქმიანობები:
- სახალხო დამცველის აპარატის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნა;
- სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნა;
- დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
- ტრენინგების დაგეგმვა და ორგანიზება ანტიდისკრიმინაციულ კანონის სიღრმისეული გაცნობის მიზნით მასწავლებლებთან, ჟურნალისტებთან, სამართალდამცავი ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგამოების წარმომადგენლებთან;
- პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის გაძლიერება დახურული დაწესებულებების მონიტორინგის მიზნით;
- სახალხო დამცველის და სახალხო დამცველის თანამშრომლების რეგულარული ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შესახვედრად;
- დისკრიმინაციისა და თანასწორობის შესახებ უახლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და მოვლენების შესახებ სემინარების ორგანიზება;
- არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტების, მოსამართლეებისა ჩართულობით სემინარის ორგანიზება დისკრიმინაციის თემაზე საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში არსებული სასამართლო პრეცედენტების განზოგადების მიზნით;
- სემინარის ორგანიზება ბიზნესის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის ჩართულობით დისკრიმინაციის და თანასწორობის არსებული მდგომარეობის განხილვის მიზნით;
- სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების გადამზადება ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციისა და თანასწორობის საკითხებში;
- ყოველწლიური სპეციალური ანგარიშის მომზადება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის, ასევე ქვეყანაში თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.
პროექტის საკონტაქტო პირები:
ლევან მესხორაძე, გუნდის ხელმძღვანელი;
ეკატერინე დათუნაშვილი, ფინანსურ-ადმინისტრაციული მენეჯერი.