ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგი - ალტერნატიული ზრუნვის ეფექტურობა
პროექტისსახელწოდება:ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგი - ალტერნატიული ზრუნვის ეფექტურობა
დაფინანსების წყარო: გაეროს ბავშვთა ფონდი
პროექტის სტატუსი: დასრულებული
პროექტის ხანგრძლივობა:26/04/2018-26/12/2018
პროექტის მიზანი:დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ეფექტურობის შესამოწმებლად - სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასება. მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამების, მცირე საოჯახო ტიპის სახლების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და საქართველოში მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფ არასრულწლოვანთა პანსიონების მონიტორინგი, ასევე ბავშვის შვილად აყვანის საკანონმდებლო ბაზის კვლევა.
პროექტისსაქმიანობები:
- ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო მომსახურების მონიტორინგი - მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამები, მცირე საოჯახო ტიპის სახლები;
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და საქართველოში მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფ არასრულწლოვანთა პანსიონებში ბავშვის უფლებრივი მდგომარების მონიტორინგი;
- შესაბამისი ეროვნული პოლიტიკისა და კანონმდებლობის შეფასება და ხარვეზების იდენტიფიცირება;
- ბავშვთა შვილად აყვანის სახელმწიფო პოლიტიკის შეფასება - სამართლებრივი და პრაქტიკული ხარვეზების იდენტიფიცირება (საქართველოს კანონის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ და სხვა შესაბამისი ეროვნული სამართლებრივი აქტების შეფასება);
- შიდა და საერთაშორისო შვილად აყვანის პროცესის საქმეების გაცნობა, პროცედურული წესების შესწავლა და შეფასება;
- მონიტორინგის შედეგების, საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ანალიზისა და მისი პრაქტიკასთან შესაბამისობის გათვალისწინებით ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებების ადვოკატირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
საკონტაქტო პირები:
მაია გედევანიშვილი - ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელი.