საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს საქმეზე „ამირიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა.
2022 წლის 17 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა საქმეზე „ამირიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი No. 15351/09). კომუნიკაცია ეხება ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მთავრობის მიერ გატარებულ ზოგადი ღონისძიებების ხარვეზებს.