საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს იდენტობის ჯგუფის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ კომუნიკაცია წარუდგინა.
2022 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობის შესახებ. კერძოდ, კომუნიკაცია ეხმიანება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2021 წლის დეკემბერში მიღებულ გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნული საქმეების აღსრულების შესახებ და მიმოიხილავს შემდეგ საკითხებს: ჰომოფობიის წამახალისებელი განცხადებები და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის პოლიტიკური ნების ნაკლებობა, 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამოძიებისა და სასამართლოს განაჩენების ხარვეზები, რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით სპეციალური ერთეულის შექმნის თაობაზე, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარვეზები, სიძულვილის დანაშაულების სტატისტიკა და ანალიზი, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია 2022-2030.