კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს - იდენტობის ჯგუფის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ
2024 წლის 18 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა კომუნიკაცია იდენტობის ჯგუფის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიმდინარეობის შესახებ.
სახალხო დამცველის კომუნიკაცია პასუხობს იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების შესახებ მინისტრთა კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილებას, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმებს და აფასებს გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის მიღებულ ზოგად ღონისძიებებს. კერძოდ, კომუნიკაციაში განხილულია შემდეგი საკითხები: ლგბტ+ თემის მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულება, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გამოძიებების მიმდინარეობა და მართლმსაჯულების აღსრულება, ლგბტ+ თემის უგულებელყოფა ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სამოქმედო გეგმაში.