2022 წლის 20 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე მორიგი კომუნიკაცია წარადგინა
2022 წლის 20 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ივანე მერაბიშვილის საქმეზე მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა. სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს პროკურატურის რეფორმის საჭიროებას და განაცხადა , რომ ამ მიმართულებით ხელშესახები ნაბიჯები არ გადადგმულა.
კომუნიკაციის ძირითადი ნაწილი დაეთმო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ მინისტრთა კომიტეტის ინფორმირებას.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ეს საკითხები ვრცლად იქნება განხილული მინისტრთა კომიტეტის მარტში ჩანიშნულ შეხვედრაზე.