ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე გაგზავნილი კომუნიკაციები

2017 წლის 7 დეკემბერის სახალხო დამცველის კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს

2017 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა, რომელითაც მახარაძე სიხარულიძის ჯგუფის, ცინცაბაძის ჯგუფისა და იდენტობას ჯგუფის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით არსებული ხარვეზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

კომუნიკაციის სახით მინისტრთა კომიტეტს სახალხო დამცველმა წარუდგინა სპეციალური ანგარიში საქართველოს მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროებისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციების მიერ მოქალაქეთა საჩივრების შესწავლის პრაქტიკის შესახებ. დოკუმენტში მიმოხილულია მოქალაქეთა საჩივრების შემოწმების პროცესში ამ დროისთვის გამოვლენილი მთავარი ხარვეზები, ასევე რამდენიმე პირველადი რეკომენდაცია აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)