ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე გაგზავნილი კომუნიკაციები

2018 წლის 22 ნოემბერს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე მორიგი კომუნიკაცია წარადგინა

2018 წლის 22 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა.[1]

კომუნიკაცია ეხება ივანე მერაბიშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწვეტილების აღსრულების კუთხით არსებულ ხარვეზებს. კერძოდ, სახალხო დამცველმა კომიტეტს წარუდგინა საკუთარი პოზიცია პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოსათვალთვალო სისტემით განხორციელებული ჩანაწერების შენახვის წესსა და ვადებთან დაკავშირებით, მიმოიხილა მთავრობის მიერ ამ კუთხით განხორციელებული ცვლილებები და წარმოადგინა არგუმენტები იმის საილუსტრაციოდ თუ რა ზეგავლენას ახდენს აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არსებული პრაქტიკა და სამართლებრივი რეგულირება პატიმართა უფლებების დაცვაზე.


[1]კომუნიკაცია მომზადდა გადაწყვეტილებებისა და მორიგებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შესახებ კომიტეტის წესების მე-9(2) მუხლის საფუძველზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)