გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი ქალთა (ადამიანის) უფლებების დასაცავად
ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოს სახალხო დამცველის ერთერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს, რომლის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 15 მაისიდან შექმნილია გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი.
გენდერული თანასწორობის კუთხით ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობა, სახალხო დამცველის რეგულარულ უფლებადაცვით საქმიანობაში გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით.